2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ შემსყიდველს მთავრობისადმი წერილობითი ანგარიშის წარდგენის ვალდებულება არ ექნება. პარლამენტმა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებები დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის შესახებ საქართველოს მთავრობისადმი წარდგენილი ანგარიში გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონიდან იმ ნორმის ამოღებას, რომელიც ადგენს 2 000 000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ საქართველოს მთავრობისადმი წერილობითი ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, ნაცვლად 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული შესყიდვასა, განახორციელებენ 50 000 ლარამდე.