პარლამენტმა საბერძნეთსა და რუმინეთში საქართველოს ახალი ელჩების კანდიდატურები დაამტკიცა.
პრეზიდენტმა რუმინეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ილია გიორგაძის, ხოლო საბერძნეთში დავით ბაქრაძის კანდიდატურა მიმდინარე კვირას წარადგინა.
დავით ბაქრაძისა და ილია გიორგაძის კანდიდატურები პარლამენტმა 112 -112 ხმით დაამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დეპუტატებს და ჟურნალისტებს ელჩის კანდიდატურად დასახელებული დავით ბაქრაძე დაანახა და აღნიშნა, ეს უბრალო დამთხვევა იყო.