ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი, დეპუტატი თამაზ დიასამიძე "პატიოსანი სიების დასადებად" ხელისუფლებას ბიომეტრული სიების იდეის განხორციელებას ურჩევს. ამის შესახებ დიასამიძემ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
"დაუბრუნდეთ ბიომეტრულ სიებს, დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა. მოვიწვით სპეციალისტები, რომლებიც ამ სიებს 3-4 თვეში შეიმუშავებენ და დავდოთ მართლაც პატიოსანი სიები ამომრჩევლებისა", - მიმართა მმართველ პარტიას დიასამიძემ.
დიასამიძემ საარჩევნო კანონმდებლობაზე ვენეციის კომისიის "პატიოსნად" თარგმნილი დასკვნის გამოქვეყნებაც მოითხოვა და აღნიშნა, რომ ხშირად კომისიაში მიდიან იმ მარტივი ჭეშმარიტების საკითხავად, რაც ისედაც ყველასთვის ნათელია.