რუსმა ბიზნესმენმა დიმიტრი რიბოლოვლევმა ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილში ბინა 88 მლნ. დოლარად იყიდა. ეს მანჰეტენის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა.
გარიგების მიხედვით, რიბოლოვლევი 10-ოთახიანი აპარტამენტების მფლობელი გახდა, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს. ბინის აივანი 626 კვ/მ-ს შეადგენს, ხოლო ტერასა 190 კვ/მ-ს. რიბოლოვლევის ქონება 9,5 მლრდ. დოლარადაა შეფასებული და მსოფლიოს მდიდარ ადამიანებს შორის 93-ე ადგილზეა.
რიბოლოვლევი ნიუ-იორკში გადასვლით, იმ მდიდართა საპატიო ხუთეულში შევიდა, რომლებიც ნიუ-იორკში ცხოვრობენ: მრეწველი დევიდ კოხა, ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი, ბიზნესმენი ჯონ პოლსონი და ფინანსისტი რონალდ პერელმანი.