საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში ცნობილი ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი აუცილებლად ჩამოვა. თუმცა, მანჯგალაძე ვიზიტის თარიღს არ აკონკრეტებს.
დონალდ ტრამპი საქართველოში 17-18 დეკემბერს უნდა ჩამოსულიყო.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქროუდ ჯგუფს" შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-ში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, მარტში გაფორმდა. ქართულ მხარესა და დონალდ ტრამპს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად თრუმპ თოწერ საქართველოშიც აშენდება.
გეგმის მიხედვით, ტრამპის ინვესტირებით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და სასტუმრო უნდა აშენდეს. მშენებლობაში პირველ ეტაპზე 250 მილიონი ამერიკული დოლარი ჩაიდება, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა სამომავლოდ ინვესტიციის გაზრდას გეგმავს. პროექტის დასრულების შემდეგ, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, შენობებში კომერციული ფართები და სამორინეები განთავსედება.