რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირა. შესაბამისი გდაწყვეტილება დღეს ცესკოს სხდომაზე იქნა მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რეგისტრაციის მოწმობა კანდიდატის რწმუნებულება გადაეცათ. ვლადიმერ პუტინი გახდა პირველი კანდიდატი, რომელიც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს დარეგისტრირდა", _იუწყება რუსული მედია.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად 2011 წლის 27 ნოემბერს პარტია "ედინაია როსიას" ყრილობაზე წარადგინეს. 7 დეკემბერს მან ცესკოში საბუთები შეიტანა. 11 დეკემბერს ცესკომ მისი რწმუნებულები დაარეგისტრირა და სპეციალური საარჩევნო ანგარიშის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 14 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა რსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის სარეგისტრაციო საბუთები ჩააბარა.
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2012 წლის 4 მარტს უნდა გაიმართოს.