ქაიროს ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანი სამხედრო საბჭოს მოწინააღმდეგე ამბოხებულების ხელში გადავიდა. პოლიციელებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა გვერდით მდებარე ქუჩებზე გადაინაცვლეს. ამავე დროს დემონსტრანტებმა ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობები მოარღვიეს და მოედანი ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის გახსნეს.
მოედანზე მუშაობს ეგვიპტის მუზეუმი, რომელსაც გაძლირებული დაცვა იცავს. მუზეუმის მისასვლელ გზებს პოლიციის გაძლიერებული განაყოფები იცავს.
ტაჰრირის მოედანზე მორიგი საპროტესტო ტალღა ჯერ კიდევ 19 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ სამხედროებმა და პოლიციამ არაერთგზის განდევნეს დემონსტრანტები მოედნიდან, თუმცა ისინი იქ მაინც ბრუნდებოდნენ. ნოემბრის ბოლოს ტაჰრირის მიმდებარე რაიონებში შეტაკებების დროს დაღუპულია 50 ზე მეტი ადამიანი. ასობით კი დაიჭრა.
ბოლო ოთხი დღის განმავლობაში კი ტაჰრირის მოედანზე დაღუპულია 12 ადამიანი, 450 ზე მეტი დაჭრილია, მათ შორის პოლიციის 100 თანამშრომელი.