საქართველოსთანა ქვეყნებისათვის რეზოლუციებს, რომლებშიც დაფიქსირებულია ტერმინები "ოკუპაცია" და "ეთნიკური წმენდა" ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს განცხადება
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ქრონიკისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენისთანა ქვეყნისათვის ამ რეზოლუციებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი პირველ რიგში იცავს პატარას, პირველ რიგში შედარებით ფიზიკურად სუსტს ფიზიკურად ძლიერის წინააღმდეგ. საერთაშორისო სამართალი იცავს უკლებლივ ჩვენს საზღვრებს, იცავს გრძელვადიან სამართლიანობას", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ტემინ "ოკუპაციის" დამკვიდრება ნიშნავს, რომ მას აუცილებლად მოყვება დეოკუპაცია.
"ის რომ დამკვიდრდა ტერმინი "ოკუპაცია", ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად ამას მოყვება დეოკუპაცია. ჩვენ ეს გავიარეთ XX საუკუნეში. ის რომ დამკვიდრდა ტერმინი "ეთნიკური წმენდა" - ეს ნიშნავს, რომ ეთნიკური წმენდის ჩამდენები ადრე თუ გვიან აგებენ ამაზე პასუხს და მოხდება ამისი ყველაფრის უკან დაბრუნება და სამართლიანობის აღდგენა. ეს არის ევროპის გამოცდილება და ეს არის ევროპის გაკვეთილები და ჩვენ ვართ ამ კონტინენტის წევრი", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.