"მიშამ, ბატონმა პრეზიდენტმა საქართველოში რეალური დემოკრატია დაამყარა, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს გაუჩნდა რეალური პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანებისა, ამის მიზეზი ბატონი პრეზიდენტისა და მისი მთავრობის უზარმაზარი შრომაა, რომელიც მათ ბოლო სამი წლის განმავლობაში გასწიეს", _ ეს განცხადებები ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად "ქრონიკისათვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.
"ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ ჩემი პირველი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში მე ჯერ კიდევ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოვაქვეყნე. იმ დროისათვის მე ერთადერთი ვიყავი, თუმცა მას შემდეგ დიდი ცვლილებები მოხდა. მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის დახმარებით, რომლის წევრი ბატონი პრეზიდენტიცაა", _ აცხადებს მარტენსი.
მისივე თქმით, ახლა უკვე მთელმა ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში განხორციელდა უკანონო ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა და ის რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს გაუჩნდა რეალური პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანებისა.
"მინდა გითხრათ რატომ მოხდა ეს - ამის მიზეზი ბატონი პრეზიდენტისა და მისი მთავრობის უზარმაზარი შრომაა, რომელიც მათ ბოლო სამი წლის განმავლობაში გასწიეს. 2008 წლის აგვისტოს მდგომარეობა და დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო, თუმცა პოსტკონფლიქტურ პერიოდში ყველაფერი ნათელი გახდა და ევროპარლამენტის მიერ დაფიქსირებული პოზიცია უაღრესად მნიშვნელოვანია.
მიშამ, ბატონმა პრეზიდენტმა საქართველოში რეალური დემოკრატია დაამყარა. ძალაუფლების გადანაწილებით კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობით მან განახორციელა პოლიციისა და იუსტიციის რეფორმები და ახლა ახორციელებს საარჩევნო რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს ყველაფერი ერთად აღებული საქართველოს წარმოადგენს როგორც წარმატების მოდელსა და მისაბაძ მაგალითს", _ აცხადებს მარტენსი