სირიაში სამხედრო დეზერტირებს ხვრეტენ - ამ საგანგაშო მონაცემებს ლონდონის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი აქვეყნებს. მათი მონაცემებით, სირიის ხელისუფლებამ 70 -მდე სამხედრო მოსამსახურე დეზერტირობისთვის უკვე დახვრიტა.
გავრცცელებული ინფორმაციით, მათ მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ ცეცხლის გახსნაზე უარი თქვეს და ანტისახელისუფლებო გამოსვლებს შეუერთდნენ.
სირიაში მასობრივი ანტისახელისუფლებო აქციები უკვე შვიდ თვეზე მეტია რაც გრძელდება. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტაკებებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. დემონსტრანტები პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომას მოითხოვენ.