საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთ-საქართველოს საქმის არსებით განხილვას ეხება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, დასავლეთი აგრძელებს რუსეთის აგრესიის სამართლებრივ შეფასებას.
"იმედს გამოვთქვამ, რომ საბოლოო ჯამში ქართული მხარე წარმატების მიღწევას შეძლებს. მაგრამ ეტაპზე, ეს არის კონკრეტული წარმატება, რომლის მიღწევაც შევძელით", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, არსებითი განხილვა ევროპას რუსეთის აგრესიის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ მისცემს.