საქართველოს პრეზიდენტის პრესპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მომავალი წელს დაზღვეულთა რაოდენობა 2 მილიონს გაუტოლდება და საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტი იქნება დაზღვეული. როგორც პრესსპიკერმა დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, 2012 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება დაზღვევის პაკეტები ორი მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის.
"კერძოდ კი, 60 წელს გადაცილებულებისთვის და მოზარდთა ჯგუფებისთვის. ამის შემდეგ დაზღვეულთა რაოდენობა 2 მილიონს გაუტოლდება", - განაცხადა მანჯგალაძემ.