"ქართული დასის" ლიდერი და ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი ჯონდი ბაღათურია დეპუტატ გია თორთლაძეს და გიორგი თარგამაძეს მოუწოდებს ხელისუფლების კომპეტენციებში ნუ იჭრებიან. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბაღათურიამ თორთლაძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა.
„შპიონებზე საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" საყვარელი და კომიკური თემაა და ამიტომ, ზოგიერთები ხელისუფლების მოედანზე არ უნდა შეიჭრან და არ უნდა გაუწიონ კონკურენცია. ხელისუფლებაც ძალიან კარგად გვართობს ამ თემაზე და საზოგადოებაშიც ხალისობენ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი თორთლაძეს ურჩია, რომ იგი ოპოზიციაში ჯაშუშების ძებნაში ხელისუფლებას კონკურენციას მაინც ვერ გაუწევს და უმჯობესია ამ საქმეს თავი დაანებოს.