"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი დეპუტატი გია თორთლაძის "ბრალდებები" გამოძიებას მთავარ პროკურორს და შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვს.
როგორც ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე თორთლაძის საპასუხოდ განაცხადა, ის ბრალდებები, რაც დარბაზში გაისმა აუცილებელია სამართალდამცველებმა გამოიძინ, რომ საბოლოოდ გაირკვეს ვინ ვის და როგორ აძლევს ფულს.
"ქართულ პოლიტიკაში, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ, მაგრამ ამას ისე უნიჭოდ აკეთებენ, რომ ადამიანს არ უნდა დიდი ფიქრი მიხვდეს ეს საიდან მოდის. მრავალჯერ გამოვსულვარ მოწოდებით, რომ შეწყვეტილიყო მტრის ხატის გამოძერწვა ადამიანებისგან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ამასთან, ცაგარეიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართა და ქვეყნის მთავარი პროკურორისთვის და შს მინისტრისთვის სადეპუტატო კითხვის გადაგზავნა სთხოვა.
"გთხოვთო, რომ ჩემი სადეპუტატო მიმართვა საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე და შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე გაგზავნოთ. მივმართავ სამართალდამაცვ სტრუქტურებს გამოარკვიონ ვისი ფული სად რიგდება, როგორ რიგდება. იმედი მაქვს ეს ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა დეპუტატმა და აქვე დასძინა, რომ აღნიშნულის შესახებ დასკვნა სწორედ პარლამენტში უნდა წარმოადგინონ, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ცაგარეიშვილის სადეპუტატო კითხვის გადაგზავნა საორგანიზაციო დეპარტმანტს დაავალა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა გია თორთლაძის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" და რამდენიმე ოპოზიციური პარტია "რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდებიან".