რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის პოზიციას შავი ზღვის ფლოტის გემების საზღვარგარეთის ქვეყნებში განთავსების შესახებ. განცხადება ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა გააკეთა.
“გენშტაბმა ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე გამოხატა. საბოლოო ჯამში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და მას მთავრობასთან ერთად შეთანხმებულად გადავწყვეტთ”, - განაცხადა ნოგოვიცინმა და დასძინა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების ბაზირების ადგილზე საუბარი ჯერ ნააადრევია და ამ საკითხის ირგვლივ საზღვარგარეთის ქვეყნების მთავრობებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
“შავის ზღვის ფლოტის გემების აფხაზეთის ტერიტორიაზე ბაზირების შესახებ მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს”, _ აღნიშნა ნოგოვიცინმა და დასძინა, რომ ამ გემების აფხაზეთის ტერიტორიაზე ბაზირება იქ წესრიგის ხანგრძლივი ვადით დასამყარებლად იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები