"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭო ბრიტანული ავტორიტეტული გამოცემა Economist -ის მიერ, მსოფლიო დემოკრატიის ინდექსის შესახებ გამოქვენებულ კვლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ეს არის იმ ქვეყანაში არსებული იმ რეალური ვითარების დადასტურება, რომლის შესახებაც დემოკრატიული მოძრაობა დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობს და რაც საქართველოსთვის პრაქტიკულად კატასტროფის ტოლფასია.
აღნიშნული კვლევის თანახმად, დემოკრატიის ხარისხის მიხედვით, საქართველოს, მსოფლიოს 167 ქვეყანას შორის 102-ე ადგილი უკავია.
"სამწუხაროდ ეს არის საქართველოში დღეს არსებული "დემოკარატიის" ობიექტური შეფასება, რომელსაც უცხოური მედიასაშუალებები თუ უფლებადამცველი ორგანიზაციები რეალურად აფასებენ. მიუხედავად სამთავრობო არხების მუდმივი მცდელობისა, წარმოაჩინონ საქართველო დასავლეთისთვის სანიმუშო დემოკრატიის მქონე ქვეყნად, ხელისუფლების მიერ საკუთარ ხალხზე განხორციელებული ტერორი და რეპრესიები მის საერთაშორისო იმიჯზე სათანადოდ აისახება. Mმხოლოდ მიმდინარე წლის მაისის თვეში ხელისუფლებამ პოლიტპატიმრების რიცხვი რამდენიმე ათეულით გაზარდა. შწორედ ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების იგნორირების შედეგია, რომ Economist -მა საქართველო "ჰიბრიდული რეჟიმის" მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის ელემენტები არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ Economist -ის მსგავსად, სხვა ავტორიტეტული გამოცემები, უფლებადამცველი ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოში არსებულ ვითარებას თავის სახელს დაარქმევენ", _ ნათქვამია დემოკრატიული მოძრაობის მთავარი საბჭოს განცხადებაში.