ქაიროს ცენტრში ეგვიპტელები იმ წიგნების გადასარჩენად შეიკრიბნენ, რომლებიც ქაიროს უნიკალურ ბიბლიოთეკაში ინახებოდა. მოხალისეები დამწვარ შენობაში წიგნების პოვნას ცდილობდნენ. ცეცხლი ბიბლიოთეკას პოლიციელებისა და დემონსტრანტების დაპირისპირების შედეგად გაუჩნდა.
მომიტინგეებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ეგვიპტის ინსტიტუტში შეაგდეს, სადაც წიგნები ინახებოდა.
200 წლის წინ აგებულ ისტორიულ შენობაში 200 ათასამდე წიგნი ინახებოდა.