რუსული საინფორმაციო სააგენტო "ლაივ ნიუსი" მოძრაობა "სოლიდარობა"-ს ლიდერის ბორის ნემცოვის ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს. ექვსსაათიან ფარულ სკანდალურ აუდიომასალაში ძირითადად საუბარია საპროტესტო აქციებზე და სოციალურ ქსელებში მხარდამჭერების მობილიზებაზე.
მომავალი მიტინგის მონაწილეებს ჩანაწერებში ბორის ნემცოვი "მშიშრებადაც" მოიხსენიებს.
გამოქვეყნებულ მასალებს უკვე მოყვა ბორის ნემცოვის პასუხი - ის ამ ფაქტს ოპოზიციის რიგებში არეულობის შექმნის მცდელობად აფასებს.
ბორის ნემცოვის ადვოკატები ამჟამად ამ საქმეს სწავლობენ, რომელიც შესაძლოა სასამართლომდეც მივიდეს.