მინსკში სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქცია დაშალეს. ბელორუსის დედაქალაქში ხალხი ზუსტად ერთი წლის წინ აქციების დაშლის თარიღთან დაკავშირებით შეიკრიბა. მაშინ ხელისუფლებამ ოპოზიციის შვიდი ლიდერი დააკავა, რომელთაგან ორი ამჟამადაც ციხეშია.
ამჟერად ოპოზიციონერი ვიქტორ სანიკოვის მხარდამჭერები მინსკის ცენტრში სანთლებით მივიდნენ, მაგრამ მათი მშვიდობიანი პროტესტი პოლიციამ დაშალა. დაკავებულია 31 ადამიანი. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ქალაქში უკრაინული "ფემინის" სამი აქტივისტი დაიკარგა. ისინი ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ტრადიციული მეთოდებით პროტესტს უშიშროების შენობასთან გამოხატავდნენ, როცა ისინი დააკავეს.