ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს მთავარ მოედანზე - ტაჰრირზე მომხდარი ბოლო შეტაკებისას 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესხებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, დემონსტრატები რამდენიმე შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას შეეცადნენ. ქვეყნის ხელისუფლებამ მათ ბრალი პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობაში დასდო.
ეგვიპტის სამხედრო ხელისუფლება დემონსტრანტებს ასევე, ბრალს სდებს დაგეგმილ პროვოკაციებში.