ქრისტიან-დემოკრატები დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის 2-იდან 5 ათას ლარამდე ფინანსური ვალდებულების დაკისრებას ითხოვენ. როგორც ლევან ვეფხვაძემ იურიდიულ საქმეთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აღნიშნა, იმისთვის რომ "ტყიბულში პალიკო კუბლაშვილი არ მოიძებნოს დამოუკიდებელ დეპუტატად", გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს.
მას მიაჩნია, რომ ფინანსურ ვალდებულებასთან ერთად, დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის კიდევ ერთი შეზღუდვა უნდა დაწესდეს: ეს შეეხება მხარდამჭერთა ხელმოწერებს. "ერთ რაიონში შეიძლება რამდენიმე დამოუკიდებელმა კანდიდატმა ერთი და იმავე პირებისგან შეაგროვოს მხარდამჭერთა ხელმოწერები, რის დაშვებაც არ უნდა მოხდეს, ამიტომ ეს ხელმოწერები უნდა გადაამოწმოს საუბნო კომისიებმა", - მიაჩნია ვეფხვაძეს.