პარტიებს არჩევნებში დასაფინანსებლად მხოლოდ პარტიული ფონდები დარჩებათ, ცალკე ფონდის შექმნის უფლება კი აღარ მიეცემათ. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ბლოკის შემთხვევაში, ფინანსური საკითხები შემდეგნაირად გადაწყდება: პოლიტიკურ გაერთიანებებში შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, საკუთარი შემოწირულობა ბლოკის ნომერ პირველ პარტიას გადასცენ.
რაც შეეხება მილიონი ლარის გამოყოფას პარტიებისთვის, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ: მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ იმ შემტხვევაში მოხდება, თუ პოლიტიკური ძალები ხარჯების დოკუმენტს წარმოადგენენ.
სახელმწიფოს მიერ გაღებულ მილიონ ლარში, სამასი ათასი ლარი სატელევიზიო ფასიანი რეკლამებისთვის იქნება.