საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების მიერ სესხის აღების საკითხი გადასახედია. აღნიშნულის შესახებ მინაშვილმა საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის განხილვისას აღნიშნა.
კომიტეტზე "ქრისტიან-დემოკრატების" წვერმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო პარტიას საარჩევნო კამპანიის მილიონი ლარით დაფინასებას ჰპირდება, არალოგიკურია წინასაარჩევნო პერიოდში კრედიტის აღებაზე შეზღუდვის დაწესება.
ვეფხვაძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრი აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "კარგი იქნება თუ საკითხს გადავხედავთ".
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თანახმად, პარტიებს წინასაარჩევნოდ კომერციული ბანკიდან მხოლოდ 100 ათასი ლარის კრედიტის აღება შეუძლია.