2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილბების მისაღებად სიითი შემადგენლობის 3/4 იქნება საჭირო.
აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციციამ და მმართველმა პარტიამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციაზე მიაღწიეს.
„იზრდება კონსტიტუციური უმრავლესობის ნუშნული და ნაცვლად 2/3-ს იქნება 3/4 იქნება საჭირო კონსტიტუციის შესაცვლელად. ეს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის, რომ ერთმა პარტიამ ერთპიროვნულად შეცვალოს კონსტიტუცია", - აღნიშნა „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილბა ძალაში 2013 წლის 1-ლი დეკემბრიდან შევა, რომ „ამას დამატებითი ინოვაციები და პოპულიზმი არ მოჰყვეს".