პროპორციული წესით ორი მანდატის გაზრდა ოკუპირებულ ლიახვის ხეობისა და ახალგორის მაჟორიტარული მანდატის ხარჯზე მოხდება.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 150 დეპუტატის რაოდენობის დარჩენის შემთხვევაში მანდატების გადანაწილება 77-73-ზე ყველაზე ოპტიმალური იყო.
„მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაძლიერება. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიამ, რომელიც გადალახავს 5%-იან ბარიუერს საშუალება ექნება ფრაქცია შექმნას, ასევე, კონსტიტუციური ცვლეილებების მიღების წესის შეცვლება, ანუ საჭირო გახდება უფრო მაღალი ქვორუმი, ვიდრე დღეს არის", - აღნიშნა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილის ინფორმაციით, კონსტიტუციაში ცვლილბების შეტანასთან დაკავშირებით შემოთავაზება ოპოზიციამ დააყენა, რაც მნიშვნელოვანია და მმართველი პარტია დასთანხმდა.
„ტექნიკურად როგორი იქნება ჩანაწერი ეს კომიტეტის სხდომაზე გაირკვევა", - აღნიშნა მან.