პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობა აღარ გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ოპოზიცია და მმართველი ძალა დღეს პარლამენტის თავმდჯომარესთან გამართული კონსულატციის შემდეგ შეთანხმდნენ.
როგორც ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, მხარეებმა მოახერხეს შეთანხმება, რომ პარლამენტართა რაოდენობა შემდეგი პროპორციით 77-73-ზე გადანაწილდება. კერძოდ კი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობას 77 დეპუტატს პროპორციული სიით, ხოლო 73-ს მაჟორიტარული სიით აირჩევს.
ამასთან დღევანდელი კონსულტაციების ფარგლებში მხარეები ასევე შეჯერდნენ რომ ეს პარტია რომელიც საპარლამენტო არჩევნებში 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს, ფრაცქიის შექმნის საშუალება ექნება.
გარდა ამისა, ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის გამართულ კონსულტაციებში გადაწყდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ნაცვლად 2/3-ისა 3 მესამედით მოხდება.