საქართველოს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტი წლის ბოლომდე ექნება. როგორც დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს წარმოამდგენლება აღნიშნეს, ეროვნული უსაფრთხოების განახლებული დოკუმენტის პროექტი უკვე მზად არის, რომელშიც ასახულია, როგორც საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავესობის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებიც.
რაც შეეხება დოკუმენტის საბოლოოდ მიღებას პარლამენტი მას სავარაუდოდ მიმდინარე კვირას დაამტკიცებს, თავად კონცეფცია კი საჯარო დღეს გახდება.
როგორც ცნობილია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის აუცილბლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა.