ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელს განიხილავს, რომელშიც ქართული მხარე რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს.
თინა ბურჯალიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, 2011 წლის 19 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე #2 დაშვებულად გამოაცხადეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაიწყება ამ სარჩელის არსებითი განხილვა.
"დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა ჰადაწყვეტილება, საქართველოს მეორე სახელმწიფოთაშორისო განაცხადზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ განაცხადით საქართველო ითხოვს, რომ რუსეთი ცნობილი იქნას პასუხისმგებლად 2008 წლის აგრესიის და შემდგომი ოკუპაციის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის. ეს არის პირველი სამართლებრივი ნაბიჯი გადადგმული ომის საქმესთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება წარვადგინოთ მტკიცებულებები. იმედი გვაქვს, რომ ასევე შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ უშუალოდ მოწმეები წარსდგენ სასამართლოს წინაშე. სწორედ ასეთი მოდელით განვითარდა სახელმწიფოთაშორისი პირველი განაცხადი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით პირველი გადაწყვეტილება დიდი წარმატებაა მთელი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბურჯალიანმა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის დაიწყება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე #2-ის არსებითი განხილვა.