კოლუმბიის უნივერსიტეტის პოსტ-საბჭოთა დემოკრატიების ექსპერტ ლინკოლნ მიტჩელის განცხადებით, რუსეთის მხარდაჭერის გარეშე სამხრეთ ოსეთი უმალ საქართველოს კონტროლს დაუბრუნდებოდა.
"ბოლოდროინდელი მოვლენები სამხრეთ ოსეთში იმას ცხადყოფს, რომ ისეთ ადგილებშიც კი, სადაც რუსეთის გავლენა უზარმაზარია, პოლიტიკური სიტუაცია არასდროს მკაფიო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე სამხრეთ ოსეთი უმალ საქართველოს კონტროლს დაუბრუნდებოდა, ამ რეგიონის მოსახლეობა არაკომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც რუსეთი ასეთი დიდი დოზით ერევა მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათ პოლიტიკურ ბედს მოსკოვი განსაზღვრავს", - განაცხადა მიტჩელმა World Politics Review-თან ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
მისი თქმით, შესაძლოა სამხრეთ ოსეთს არ სურდეს ის, რომ რუსეთი აკონტროლებდეს ყველაფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას რუსეთის არმიის გაძევება, რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა ან საქართველოსთან კავშირების განმტკიცება უნდა.
"ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობა რუსეთს და სამხრეთ ოსეთს შორის რთულია და მათ ზოგიერთ საკითხზე მკაფიოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საინტერესოა, რომ ეს იმის ვარაუდსაც აჩენს, რომ შეიძლება არსებობდეს სივრცე დასავლური სახელმწიფოებისთვის, რომ ისინი შეეცადონ სამხრეთ ოსეთის ხალხთან დაკავშირებას და მათ გამოყვანას იზოლაციიდან და მოსკოვზე დამოკიდებულებისგან", - განაცხადა მიტჩელმა.