სამხრეთ ოსეთი მთლიანად რუსეთის მიერ იმართება. ამის შესახე World Politics Review - თან ინტერვიუში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოსტ-საბჭოთა დემოკრატიების ექსპერტმა ლინკოლნ მიტჩელმა განაცხადა.
"სამხრეთ ოსეთი პატარა რესპუბლიკაა, რომელსაც რუსეთი დამოუკიდებელ ერთეულად, ხოლო მსოფლიოს დიდი ნაწილი, მათ შორის ევროპა და შეერთებული შტატები საქართველოს ნაწილად აღიარებს. სინამდვილეში ის მთლიანად რუსეთის მიერ იმართება; მის უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს და რუსულ ფულზეა დამოკიდებული", - განაცხადა მიტჩელმა ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
მისი თქმით, ამ კონტექსტში, ის ფაქტი, რომ რუსეთის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ანატოლი ბიბილოვმა ვერ შეძლო სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კამპანიის მოგება, ძალიან მნიშვნელოვანია.
"ეს იმის ვარაუდს აჩენს, რომ რუსეთს არ შეუძლია ეფექტურად დაამკვიდროს კონტროლი ისეთ ადგილებშიც კი, როგორიც სამხრეთ ოსეთია, რომელიც ძალიან იოლად შეიძლება აღიწეროს, როგორც რუსეთის კლიენტი", - აღნიშნა მიტჩელმა.