„ქრისტიან-დემოკრატები" დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის, ფინანსური ბარიერის დაწესებას ითხოვენ
როგორც "ქრსიტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, გარკვეული ბარიერების დაწესება აუცილებელია, რომ საარჩევნო ბიულეტენი უსაუსრულო გრძელი არ გამოვიდეს.
"ეს საჭიროა, რათა ქუჩის ყველა თამადამ, არჩევნებში კანდიდატურის დაყენება არ მოინდომოს", - დასძინა ვეფხვაძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, დამოუკიდებელ კანდიდატებს ვალდებულება უნდა დაეკისროთ, კერძოდ კი უნდა იყოს შესაბამის დეპოზიტი, სადაც არჩევნების წინ შეიტანენ გარკვეული ოდენობის თანხას და თუ დაწესებულ ბარიერს ვერ გადალახავენ, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მიიმართოს.
შეგახსნებთ, რომ დამოუკდიებელი კანდიდატების მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ახალი "საარჩევნო კოდექსის" პროექტით ბრუნდება.