ბოლო მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ცხინვალში მიმდინარე მოვლენებს უპირობოდ რუსეთი აკონტროლებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ბოლო მოვლენები მიუთითებს თუ რამდენად კორუმპირებულია რუსეთი და ასევე იმას, თუ რამდენად არასაიმედო პარტნიორია რუსეთი", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში სიტუაცია 13 ნოემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა.