პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. ბაქრაძემ ყველა პარტიას მოუწოდა შეიკრიბონ მასთთან კაბინეტში და დაჩქარებული რეჟიმით გადაწყვიტონ დეპუტატების გაზრდა-არ გაზრდის საკითხი პარლამენტში.
"არსებობს ერთი საკითხი, რომელზეც გაურკვეველია. ის უკავშირდება მომავალი წელს საარჩევნო წევრთა გაზრდას, უაკანსკნელი 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ისინი შექმნილ ვითარებაში დეპუტატების გაზრდას მხარს აღარ უჭერენ. ეს საკითხი გაურკვეველია. რაც შეძილება სწრაფად გვინდა გაირკვეს გაიზრდება თუ არ გაიზრდება მომავალ წელს დეპუტატთა რაოდენობა. მოვუწოდებ ყველა პარტიას ვინც მონაწილე იყო ამაში, შევიკრიბოთ და მზად ვარ პირადად მივიღო მონაწილეობა ამ კონსულტაციებში. შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ თუ პოლიტიკური პარტიები დათანხმდებიან დარჩეს ძალაში და გაიზარდოს რაოდენობა, ეს კარგია, მაგრამ თუ ეს ძალაში არ შევა, მაშინ სხვა მექანიზმი უნდა განვიზილოთ, რომელიც უზრუნვეყოფს ოპოზიციის უფრო ძლიერ წარმომადგენლობას. მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც თავის დროზე ამ შეთანხმების ნაწილი იყო შევკრიბოთ, ვიმსჯელოთ და დღის ბოლომდე გამოვიდეთ შეთანხებით", - განაცხადა ბაქრაძემ.
"შარშან სპეციალური ინტერპარტიული ჯგუფი შეიქმნა, პარტიებმა დაახლოებით ერთი წელი იმუშავეს და საბოლოო ჯამში, მათი ნაწილი რეკომენდაციით გამოვიდა, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ამ რეკომენდაციის დიდი ნაწილი შესრულების გზაზეა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ უკვე მუშაობს საარჩევნო სიების კომისია, ახლო მომავალში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომლის დავალება იქნება არ დაუშვას არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მსგავსი ტიპის დარღვევები, ე.წ. უწყებათა შორისი ჯგუფი", - განაცხადა ბაქრაძემ.