ამერიკელი კონკრესმენების მიერ მიღებულ დოკუმენტს საქართველოში აშშ-ის ელჩი ეხმიანება.
ჯონ ბასის განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ იგი დეტალურად არ იცნობს ამ დოკუმენტს, მიესალმება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
"ამ დოკუმენტის საბოლოო ვერსია ნანახი არ მაქვს. რაც შეეხება, საქართველოსა და შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ეს არის მტკიცე და ჯანსაღი თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება ჩვენ საერთო ხედვებს და ღირებულებებს", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასმა.
დოკუმენტი, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა მიიღეს საქართველოსთვის დამხარებას ითვალისწინებს. კონგრესმენები თეთრი სახლის ადმინისტრაციას საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობების გაღრმავებასა და ამერიკული შეიარაღების თბილისისათვის მიყიდვას სთავაზობენ.