დღეს, 19 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის, ხელი ეწერება "ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობის სახელით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჩენ ჯიანფუ.
შეთანხმების ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ გრანტის სახით გამოიყოფა 60 მილიონი ჩინური იუანი (დაახლოებით 9.5 მლნ აშშ დოლარი).