"ქართული პარტიის" ლიდერები, პარტიის თავმჯდომარის და საქართველოს ექს-თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გაზაფხულზე საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, დღევანდელ ყრილობაზე მხოლოდ სურვილი გამოითქვა, ოქრუაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა მსგავსი არაფერი არ იგეგმება.
"ეს არის იმ პროვოკაციული ჯაჭვის გაგრძელება,რომელსაც ხელისუფლება ჩვენს წინააღმდეგ ახორციელებს. იმ შემთხვევაში თუ მაისის ბოლოსთვის ჩვენ დღევანდელი ხელისუფლების დემონტაჟს დავასრულებთ, შესაბამისად ოქრუაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემებიც აღარ იქნება",-აღნიშნა პარტიის პარტიის თანათავმჯდომარემ.
ამასთან პოლიტსაბჭოს წევრის, სოფიო ხორგუანის განმარტებით ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილია, შესაბამისად მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება.