"ქართულ პარტიაში" რეგიონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პარტიის დატოვებას კატეგორიულად უარყოფენ. როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა აღნიშნა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო, თუმცა ყველა რაიონული ორგანიზაციის ხელძღვანელი დღევანდელ ყრილობას ესწრებოდა.
"ის რომ რაიონული ორგანიზაციის ხელძღვანელებმა პარტია დატოვეს ჩვენც გავიგეთ,თუმცა ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ყველა მათგანი დღევანდელ ყრილობას ესწრებოდა."-აღნიშნა ხორგუანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ "ქართული პარტია" წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონულმა ორგანიზაციების ხელძღვანელებმა დატოვეს.