ახალი "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გამორიცხული არ არის.
"უახლოეს მომავალში ველოდებით არჩევნების დანიშვას, შესაბამნისად მზად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა კიწმარიშვილმა და აქვე დასძინა, რომ მომავალი არჩევნები ერთგვარი საომარი ფრონტი იქნება.
მისივე თქმით, არჩევნებზე ოპოზიციას საქმე აქვს ძლიერ პოლიტიკურ ძალასთან "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის სახით.
"არჩევნებაში გამარჯვებას მხოლოდ გაერთიანებით მივაღწევთ",-აღნიშნა კიწმარიშვილმა.