"დემოკრატიულ მოძრაობასა" და "ეროვნულ ფორუმში" "ქართულ პარტიასთან" შესაძლო ერთობას უარყოფენ. "დემოკრატიული მოძრაობის" პრესსპიკერმა ბაკურ ბაკურაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი არაფერი იგეგმება", - განაცხადა ბაკურაძემ.
"ჯი-ეიჩ-ენი" დაუკავშირდა "ეროვნულ ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერ ანი მიროტაძესაც. მისი თქმით, ეს ინფორმაცია ტყუილია.
""ეროვნული ფორუმი" "ქართულ პარტიასთან" თანამშრომლობას ამ დროისთვის არ აპირებს. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა რომელიმე სხვა ძალასთან თანამშრომლობა, დაველოდოთ მოვლენებს", - განაცხადა მიროტაძემ.
"ქართულ პარტიას" "დემოკრატიული მოძრაობა" და "ეროვნული ფორუმი" შეურთდებიან. აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის წარმომადგენელმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 15 იანვარს დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ზემოთაღნიშნული პარტიები ოქრუაშვილთან გაერთიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადებენ.
აღსანიშნავნია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართული ყრილობის შემდეგ განაცხადა, რომ იგეგმება დიდი პოლიტიკური გაერთიანება, თუმცა ვისთან მიმდინარეობს კონსულტაცია კიწმარიშვილის არ დაუკონკრეტებია.