ფილმ "გასეირნება ყარაბაღში 3"-ის გადაღება დასრულდა. ამის სესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ფილმის პროდიუსერმა ლევან კორინთელმა განუცხადა.
"ძალიან სასაცილო ტრაგიკომედია გამოვიდა. მესამე ნაწილის გადაღება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ პირველი და მეორე ძალიან პოპულარული იყო. საქართველოში კომერციული ფილმი არ არსებობს, იმიტომ, რომ არ არსებობს კინოთეატრები და ფიზიკურად ვერ ვიღებთ იმდენს, რამდენსაც ვდებთ. ნაჩუქარი ფულით და მეგობრობით ხდება ყველაფერი", - განაცხადა კორინთელმა.
ფილმის მესამე ნაწილში მიშა მესხი, ნუცა კუხიანიძე და ორი ახალი მსახიობი - თაზო ცხაკაია და თინა დალაქიშვილი მონაწილეობენ.
პროდიუსერის ინფორმაციით ფილმის პრემიერა მარტისთვისაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ფილმი 2009 წელს გამოვიდა და მოსკოვის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის "პერსპექტივების" გამარჯვებულია.