ქართული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სოფო ხორგუანის განცხადებით, არავის აქვს უფლება საზოგადოება თეთრად და შავად დაყოს. როგორც ყრილობაზე, ხორგუანმა აღნიშნა მეგობრებიც და არაკეთილმოსურნეებიც ხშირად უსვამენ კითხვას - რატომ რჩება იგი ქართულ პარტიაში?
"რატომ მივედი ქართულ პარტიაში ამაზე არაფერს ვიტყვი, რადგან როგორც ეროსი ამბობს, წარსულზე და წასულებზე ან მხოლოდ კარგას იძახიან ან არაფერს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვრჩები ქართულ პარტიაში. მიმაჩნია, რომ ერთ მხარეს ძალაუფლებაა, ხოლო მეორე მხარეს დიდი ფული და ეს არ არის საკმარისი. ნუ მოგვახვევენ თავს ნურც ძალაუფლებას და ნურც დიდ ფულს. არავის აქვს უფლება თეთრად და შავად, ჩარეცხილად და ჩაურეცხავად დაყოს საზოგადოება", - აღნიშნა ხორგუანმა.
მისივე თქმით, ასევე არავის აქვს უფლება მიუთითონ სად ან ვისთან უნდა იყო.