2012 წლისთვის კულტურის მინისტრი ნიკა რურუა სამ ძირითად პრიორიტეტს ასახელებს.
"ესაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ჩვენი კულტურის პოპულარიზაცია და კულტურის სხვა და სხვა სექტორების რეფორმირება. ასევე მისი კრეატიულ-ინდუსტრიად გადაქცევა", - განაცხადა ნიკა რურუამ.
მინისტრის თქმით, ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ კულტურამ უნდა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და უნდა მიეხმაროს ეკონომიკას.
შეგახსნებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დღეს მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს 2011 წლის ანგარიში და 2012 წლის გეგმები გააცნო.