მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის სხდომები კვირაში ორჯერ ჩატარდება.
როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, წლის ბოლოა და ამიტომ საჭიროა მთავრობამ თითოეული მინისტრის დეტალური ანგარიში მოისმინოს და 2012 წლის გეგმებსაც გაეცნოს.
სწორედ ამიტომ წლის ბოლომდე სხდომები კვირაში ორჯერ ჩატარდება, რომელზედაც მინისტრთა კაბინეტის თითეული წევრის მოხსენება-პრეზენტაციები გაკეთდება.
უკვე ცნობილია, რომ მთავრობის მომავალი სხდომა ქუთაიში მთავრობის სახლში გაიმართება. მთავრობამ ამ დროისათვის ექვს მინისტრს მოუსმინა და თვის ბოლომდე კიდევ 13 მინისტრს უნდა მოუსმინოს.