"თეგეტა მოტორსმა" ქართულ ბაზარზე 16 წელია ოპერირებს და კომპანიამ 16 წლის იუბილე, 16 დეკემბერს აღნიშნა, რომელზედაც სიმბოლურად 16 პრიზი გაათამაშა.
იუბილესთან ერთად, "თეგეტა მოტორსის" მენეჯმენტმა იუბილზე კომპანიის სათავო ოფისის მსუბუქი ავტომობილების მომსახურების ცენტრის პრეზენტაცია მოაწყო.
7000 კვ/მ-ზე განთავსებული ცენტრი თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და "თეგეტა მოტორსი" კლიენტურას დამატებითი კომფორტის შექმნას პირდება. ამ დროისათვის მსუბუქი ავტომობილების მომსახურების ცენტრში 150 ადამიანია დასაქმებული. ეს არის პირველი ავტო სერვისცენტრი ამიერკავკასიაში, სადაც ავტომობილის უმაღლესი სტანდარტებით ტექნიკური მომსახურება და მომხმარებლის სრული კომფორტი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი.
"ჩვენი ცენტრის ანალოგი არ არის არც აღმოსავლეთ ევროპაში, რადგანაც სერვის-ცენტრი საკმაოდ მაღალი გამტარუნარიანია და ის ორი სართულისგან შედგება. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე გერმანული და იტალიური დანადგარებით, სადაც მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ, რომლებმაც სტაჟირება გაიარეს, როგორც საქართველოში ასევე გერმანიასა და იტალიაში", - აცხადებს "თეგეტა მოტორსის" გენერალური დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.
2011 წელს "თეგეტა მოტორსის" წმინდა მოგება 25 %-ით გაიზარდა. კომპანიის მენეჯმეტი განმარტავს, რომ 2011 წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო მსუბუქი ავტომობილების სერვისისა და ავტონაწილების მიმართულებით, სადაც ზრდა გასულ წელთან მიმართებაში თითქმის გაორმაგდა.
თავის მხრივ, კომპანიის მოგების ზრდა კომპანიის გაფართოებას უკავშირდება. წელსვე გაიხსნა ფოთის და ბათუმის ფილიალები, სადაც ნებისმიერი მოდელის მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებს ემსახურებიან. "თეგეტა მოტორსმა" დანერგა ასევე სერვისის მაღალი სტანდარტები და კომპანია ISO სერთიფიკატის მფლობელი გახდა. 2011 წელსვე საფუძველი ჩაეყარა სომხეთში "თეგეტა მოტორსის" კომპანიის ფრანჩაიზს, რომელიც მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში.
ამჟამად "თეგეტა მოტორსი" საქართველოში 300-მდე მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლებით.
თავის მხრივ, "თეგეტა მოტორსი" უკვე თვითონ არის პრესტიჟული და სანდო სახელი, ბრენდი, რომელთანაც ცნობილი უცხოური კომპანიები ყოველგვარი საბანკო გარანტიებისა და დამატებითი პირობების გარეშე აფორმებენ ხელშეკრულებებს. სწორედ ასე შემოვიდა ქართულ ბაზარზე JCB, უმაღლესი ხარისხის ბულდოზერების, ექსკავატორებისა და ზოგადად, მიწის დასამუშავებელი ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ინგლისური კომპანია. უფრო ადრე კი - მსოფლიოში საუკეთესო სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი, გერმანული მანქანათმშენებელი კონცერნი MAN - "თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პარტნიორი.
"თეგეტა მოტორსმა" გააფართოვა როგორც საქმიანობის არეალი, ასევე ქსელი და მომხმარებელს მსოფლიო საუკეთესო ბრენდების ფართო ასორტიმენტი შესთავაზა. დღეს "თეგეტა მოტორსი" საქართველოში წარმოადგენს ისეთ მსხვილ და სახელოვან კომპანიებს, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Bosch, Varta, Shell, Ista, Meguin, Hengst, Motul, ZF, BPW, Thermo King და ა.შ..
"თეგეტა მოტორსი" ცნობილი ბრენდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. კომპანიის არსებობის 16 წლის განმავლობაში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებით და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით, პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებით. კომპანიის მენეჯმენტი ხორციელდება პროგრამული მართვის მოწინავე გერმანული სისტემის SAP-ის მეშვეობით. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატს ISO 9001:2008, არის მრავალგზის ოქროს ბრენდის ჯილდოების მფლობელი. კომპანია დაარსდა 1995 წელს და ფუნქციონირებდა "ავტოექსპორტის" სახელით. 2001 წელს მას დაერქვა "თეგეტა მოტორსი" და გარდაიქმნა ჰოლდინგად, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. აქვს 16 ფილიალი, რომლებიც თბილისში და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი თანამშრომელი. "თეგეტა მოტორსი" უნივერსალური კომპანიაა, რომელიც კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს მაღალხარისხიანი ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც გულისხმობს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას სპეციალური, ავტორიზებული პროგრამების მეშვეობით