ამერიკელი პოპ-მომღერალი კეტი პერი MTV -ს ვერსიით 2011 წლის არტისტად აღიარეს.
ამ საპატიო ტიტულისათვის ბრძოლაში მომღერალმა უკან მოიტოვა ნიკი მინაჟი, ადელი, ლედი გაგა, რიანა, და სხვ.
კეტი პერის მიღწევებს შორის ტელეარხის ჟურნალისტებმა აღნიშნეს მისი რეკორდი ჰიტ-აღლუმში Billboard, წარმატებული საგასტროლო ტურნე, ასევე ვიდეოკლიპები, რომელთაგან ერთმა , "Firework", MTV Video Music Awards მთავარი ჯილდო მიიღო.
2011 წლის საუკეთესო სიმღერად ადელის კომპოზიცია "Rolling in the Deep" დასახელდა, რომელმაც ნიკი მინაჟის Super Bass"-ს და რიანას "We Found Love"-ს გაუსწრო.
ტელეარხმა ასევე აირჩია წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკა - Skrillex, რომელმაც ახლახან "გრემის" პრემიაზე ხუთი ნომინაცია მიიღო.