აზერბაიჯანულ სახელმწიფო თეატრს ქალაქის ძველ უბანში მიმდინარე სარემონტო სამუშაოს გამო პრობლემები ექმნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ განუცხადა.
"ჩვენი თეატრი ძველი ქალაქის უბანშია, სადაც მუდმივი სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს. ეს ძალიან ბევრ პრობლემას გვიქმნის მაყურებელთან. ჩვენს თეატრში არ ფუნქციონირებს დიდი სცენა, რის გამოც სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში ვდგამთ. თუმცა მცირე სცენაზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი სპექტაკლების დადგმა. 20 დეკემბერს ახალი ზღაპრის "მელაკუდას ოინების" პრეზენტაცია გაიმართება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კაპანაძემ.
"მელაკუდას ოინები" აზერბაიჯანულ ენაზე იქნება, თუმცა თეატრის ხელმძღვანელობა ქართულ ენაზე საბავშვო ზღაპრების დადგმასაც გეგმავს.