19 დეკემბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, ელენე ახვლედიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიციაზე მხოლოდ 4 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის ის ტილოები, რომლებიც აქამდე მხოლოდ კერძო კოლექციებში ინახებოდა, მათ შორის ნამუშევრები, რომლებიც არასდროს ყოფილა გამოფენილი.
გამოფენის პარალელურად შედგება პროექტის - "ქართული მხატვრობა" -
მესამე წიგნის, "ელენე ახვლედიანის" პრეზენტაცია.
პროექტს ახორციელებს თიბისი ბანკი ჟურნალ ტაბულასთან და "ქარჩხაძის გამომცემლობასთან" ერთად.