ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის პაატა დავითაი აცხადებს, რომ 10 იანვრიდან ახალგორის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდება.
დავითაიას განცხადებით, იგეგმება შეზღუდვების დაწესება აფხაზი სეპარატისტების მხრიდანაც. დავითაიას თქმით, ენგურის ხიდზე სპეციალური აპარატურა დამონტაჟდება, რომლის მეშვეობით მოქალაქეების იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხდება.
დავითაიას თქმით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რეჟიმის გამკაცრება 1 თებერვლიდან იგეგმება.
"10 იანვრიდან ახალგორის მიმართულებით გადაადგილება იქნება პრობლემატური თუ მათ არ აიღეს ოსური პასპორტები. რაც შეეხება აფხაზეთს, იქ სხვა სისტემა იწყებს მუშაობას, იქმნება ბაზა თითის ანაბეჭდების, ვინც ამ ბაზაში არ შევა და არ აიღებს აფხაზეთის პასპორტს, ვერ გადაადგილდება", _ აცხადებს პაატა დავითაია