ხვალ, 16 დეკემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე დაიხურება. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, რეგლამენტის თანახმად საშემოდგომო სესიია დეკემბრის მესამე პარასკევს პლენარულ სხომაზე იხურება, თუმცა საჭიროებისამებრ შესაძლებელია ბიუროს სხდომაზეც დაიხუროს.
აღსანიშნავია, რომ 12 დეკემბერს ბიუროს სხდომა სწორედ საშემოდგომო სესიის ბიუროზე დახურვის მიზეზით გადაიდო.