ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დევნილთა შესახებ კანონში ცვლილბების განხილვას ხმაური მოჰყვა.
„ახალგაზრდა იურისტები" და 2008 წლის აგვისტოს ომში დაზარალებული ოჯახები, რომელთა სახლებიც ბუფერული ზონებში მდებარეობს ხელისუფლებისგან დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.
როგორც „ახალგაზრდა იურისტები" განმარტავენ, კანონში შეტანილი ცვლილბების მიხედვით, ვიწოვდება იმ პირთ წრე, რომლსაც შეიძლება დევნილის სტატუსი მიენიჭოს.
„წარმოდგენლი ცვლილბის მიხედვით, სტატუსის მინიჭება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილბისთვის მოხდება, თუმცა ჩვენს წარმოებაში გვაქვს ბერი საქმე, კერძოდ კი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ადმინისტრაციული საზღვრის იქით მათ საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება არ ეძლევათ და არც დევნილის სტატუსი აქვთ", - აცხადებენ „საიას" წარმოამდგენლები.
ამასთან, აღნიშნულ საკითხზე ახალგაზრდა იურისტებმა სამასმართლოში 10-მდე საქმე უკვე მოიგეს, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაგდილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაეკისრა მათთვის დევნილის სტატუსის მინიჭება, თუმცა ეს უკანასკნელი სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
საის წარმოამდგენელბი ეჭვს გამოთქვამენ, რომ მას შემდეგ რას ხელისუფლება ვალდებული აღარ იქნება ბუფერულ ზონებში მცხოვრებ პირებს სპეციალური სტატუსი მიანიჭოს მათ სოცილურ დახმარებასაც შეუწყვეტს.
ახლაგაზრდა იურისტებს ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძე გამოეხმაურა და „შეახსენა", რომ ისინი პარლამენტში „სოლო გამოსვლისთვის" არ იყვნენ მიწვეულები.
ამასთან, კომიტეტის წევრმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ და იქიდან დევნილ მოსახლეობას სპეციალური სტატუსი მიენიჭოს.
ამასთან, დეპუტატი ინიციატივით გამოვიდა, რომ პლენარულ სხდომაზე მეორედ მოსმენამდე საკითხთან დაკავშირებით გაფართოებული განხილვა გაიმართოს.